მუნიციპალიტეტების ანალიტიკური პორტალი
პორტალის შექმნის მიზანია საქართველოს საჯარო ფინანსების ტრანსფარენტულობის ზრდა. პორტალი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულების შესახებ.
პორტალზე წარმოდგენილია ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ფაქტიურ მაჩვენებლებზე 2015 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდამდე.
პორტალი იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს შედარება მუნიციპალიტეტებს შორის, დავინახოთ მუნიციპალიტეტების ჯამური ბიუჯეტების შეფარდება მშპ-სთან, ნაერთ ბიუჯეტთან.
პორტალზე ინფორმაცია მოცემულია შემოსულობების და გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დროის სხვადასხვა პერიოდში ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ნომინალურ ასევე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით და ა.შ.
მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები!
ვებ-გვერდი შექმნილია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას ვებ-გვერდის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე.